კამარუ უსმანს მომდევნო მეტოქედ ჯორჯ სენტ-პიერი სურს
კამარუ უსმანს მომდევნო მეტოქედ ჯორჯ სენტ-პიერი სურს

კამარუ უსმანმა 15 დეკემბერს ლას ვეგასში ნახევრად საშალო (welterweight) წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული კარიერაში პირველად დაიცვა. „ნიგერიულმა ღამის კოშმარმა” (Nigerian Nightmare) კოლბი კოვინგტონი მეხუთე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

კამარუ უსმანმა „ტი ემ ზისტან” (TMZ Sports) მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, თუ ვისთან სურს მომდევნო ბრძოლის გამართვა. მიუხედავად იმისა, რომ ნახევრად საშუალო წონით დივიზიონში ისეთი მებრძოლები ასპარეზობენ, როგორებიც არიან ხორხე მასვიდალი და ლეონ ედვარდსი, უსმანს ლეგენდარულ კანადელთან ჯორჯ სენტ პიერთან დაპირისპირება უნდა.

„გულწრფელად გეტყვით, მე ბრძოლა ყოველთვის ადეკვატურ და ჩემსავით ძლიერ მეტოქესთან მსურს. იმ შემთხვევაში თუ მე მომეცემა არჩევანის საშუალება, მე ჯორჯ სენტ-პიერთან ბრძოლას ვისურვებდი. მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოგება მაშორებს ამ დივიზიონში მისი რეკორდის გასამეორებლად და მსურს რომ სწორედ მასთან შეხვედრით დავამტკიცო ჩემი სიძლიერე. მას შემდეგ რაც ნახევრად საშუალო (welterweight) დივიზიონი დაარსდა, მიმაჩნია, რომ სწორედ მე და ჯორჯი ვართ ყველაზე დომინანტი ჩემპიონები. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ მსურს სენტ-პიერთან ბრძოლა“.