კამარუ უსმანის მომდევნო მეტოქე შესაძლოა ხორხე მასვიდალი იყოს (ვიდეო)

კამარუ უსმანმა ნახევრად საშუალო (welterweight) წონით დივიზიონში ჩემპიონის ტიტული გუშინ პირველად დაიცვა. ნიგერიელმა მებრძოლმა კოლბი კოვინგტონი მეხუთე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა უსმანის შესაძლო მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, უსმანისა და მასვიდალის დაპირისპირება ამ დივიზიონში ძალიან ლოგიკური იქნება და ჩვენ სწორედ ამ ბრძოლის გამართბაზე ვიმუშავებთ. მიმაჩნია, რომ უსმანისთვის ყველაზე რეალური მომდევნო კანდიდატი სწორედ ხორხე მასვიდალია. ორივე მებრძოლი მენტალურად ძალიან მომზადებულია.”