კამარუ უსმანი გილბერტ ბერნსთან სატიტულო ბრძოლისთვის სხვა ბანაკში მოემზადება
კამარუ უსმანი გილბერტ ბერნსთან სატიტულო ბრძოლისთვის სხვა ბანაკში მოემზადება

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ნახევრად საშუალო (welterweight) წონითი დივიზიონის ჩემპიონი კამარუ უსმანი გილბერტ ბერნსთან მოახლოვებული ბრძოლისთვის თავის მწვრთნელ ჰენრი ჰუფტთან ერთად არ მოემზადება.

მოგეხსენებათ, რომ უსმანი და ბერნსი უკვე მრავალი წლის მანძილზე თანაგუნდელები იყვნენ და ერთი სამწვრთნელო შტაბი ჰყავდათ. ნიგერიელმა ჩემპიონმა გადაწყვიტა, რომ მომდევნო პრინციპული ბრძოლისთვის დენვერში, ტრევორ ვიტმანთან მოემზადოს.

„ჩვენ ძალიან ბევრი მაღალი დონის მებრძოლი გვყავს ჩემი დივიზიონიდან. დგება დრო, როდესაც ამ ადამიანებს, რომლებიც შენ ძალიან კარგად გიცნობენ, ტიტულის დაუფლების პრეტენზია უჩნდებათ. ამ ეტაპზე მე ვარჩიე ამ ყველაფრისგან შორს ვიყო,“ – განაცხადა უსმანმა „ი-ეს-პი-ენ“-თნ (ESPN) ინტერვიუს დროს.