კამარ ბოლდუინის „ბასკონიამ“ ევროლიგაზე „ბარსელონა“ დაამარცხა #1TVSPORT
კამარ ბოლდუინის „ბასკონიამ“ ევროლიგაზე „ბარსელონა“ დაამარცხა #1TVSPORT

საკალათბურთო ევროლიგის 24-ე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის, კამარ ბოლდუინის „ბასკონიამ“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, 88:86 დაამარცხა.

ბოლდუინმა მოედანზე 18:39 წუთი გაატარა, რა დროშიც თავის გუნდს 11 ქულა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნა შესძინა. მან 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან ერთი სამქულიანი ტყორცნა გამოიყენა.

„ბასკონიის“ რიგებში მოედანზე საუკეთესო 22 ქულითა და 9 მოხსნით ჩიმი მონეკე გახლდათ.

ესპანურ გუნდს ევროლიგის 24 ტურის შემდეგ 10 გამარჯვება და 14 მარცხი აქვს, მომდევნო ტურში „ბასკონია“ „მონაკოს“ სტუმრად დაუპირისპირდება.