კამარ ბოლდუინი - საქართველოს ნაკრები ერთი ოჯახია, ესპანეთთან ერთმანეთის გვერდში დგომით გავიმარჯვეთ #1TVSPORT
კამარ ბოლდუინი - საქართველოს ნაკრები ერთი ოჯახია, ესპანეთთან ერთმანეთის გვერდში დგომით გავიმარჯვეთ #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა, კამარ ბოლდუინმა ესპანეთის ეროვნულ გუნდთან გამარჯვებაზე კომენტარი გააკეთა.

ჩვენი გუნდის ნატურალიზებული მოთამაშე მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო – 12 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა. ბოლდუინმა ჩვენს გუნდში ყველაზე მეტი, 35:28 წუთი ითამაშა.

 

თანაგუნდელები

„დღეს ჩემი ყველა თანაგუნდელი დიდებული იყო. საქართველოს ნაკრებმა დამსახურებულად გაიმარჯვა. კარგად ვითამაშეთ როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ასეთი კალათბურთელების გვერდით ყოფნა ძალიან სასიამოვნოა. ერთი ოჯახი ვართ, ერთმანეთს ყოველ ნაბიჯში გვერდში ვუდგავართ“.

 

ქომაგი

„სუპერფანები გვყავს. საქართველოში ჩვენი თამაშებისას დარბაზი ბოლომდე ივსება. თუმცა ევრობასკეტზე ამდენი ქომაგის ნახვა ძალიან სასიამოვნო იყო. მადლობა მათ“.

 

მომდევნო მატჩი

„მოვიგეთ ერთი მატჩი, თუმცა მიზნამდე ჯერ არ მივსულვართ. კიდევ ოთხი შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი. უახლოესი კი იტალიასთანაა, 30 აგვისტოს. კიდევ უფრო რთული თამაში იქნება, თუმცა მოგება რომ შეგვიძლია, ამაში დღესაც დავრწმუნდით“.