საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი კამარ ბოლდუინი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ ბოლდუინი ესპანური კლუბის, „ბასკონიას“ ღირსებას იცავს და ის ტრავმის გამო იძულებით ისვენებდა.
ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში იგი მოედანს დაუბრუნდა – „ბასკონიამ“„ბარსელონას“ უმასპინძლა და 110:98 დაამარცხა. ამ მატჩში კამარმა 15 წუთი ითამაშა.
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 4 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. მან 4-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
„ბასკონია“ 17 მოგებით და 15 წაგებით მერვე ადგილზეა, პლეი ოფში გასასვლელად იბრძვის და მომდევნო ტურში, 24 მაისს „ბილბაოს“ უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების შეკრება ივლისის ბოლოს დაიწყება, ევრობასკეტზე პირველი მატჩი კი 28 აგვისტოს ელის.