კამარ ბოლდუინი კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ განაგრძობს #1TVSPORT
კამარ ბოლდუინი კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ განაგრძობს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი კამარ ბოლდუინი ახალ სეზონში მიუნხენის „ბაიერნის“ ღირსებას დაიცავს, – ინფორმაციას გამოცემა „ბასკეტსფერი“ ავრცელებს.

მასთან კონტრაქტი 5 აგვისტოს ესპანურმა „ბასკონიამ“ გაწყვიტა, თუმცა მეორე დღესვე გავრცელდა სიახლე კამარის გერმანულ კლუბში გადასვლასთან დაკავშირებით. ისევე როგორც „ბასკონია“, „ბაიერნიც“ ევროლიგაში ასპარეზობს.

ბოლდუინი გასულ სეზონში კლუბში საშუალოდ 7 ქულასა და 4 მოხსნას აგროვებდა. საქართველოს ნაკრებში კი სულ ორი მატჩი აქვს ჩატარებული – ორივე ფინეთთან. პირველში 23 ქულა, 5 პასი და 4 მოხსნა მოაგროვა, მეორეში – 22 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი.