კამალა ჰარისი - მნიშვნელოვანია, განვასხვაოთ ან თუნდაც არ გავაერთიანოთ ისრაელის მთავრობა ისრაელელ ხალხთან
კამალა ჰარისი - მნიშვნელოვანია, განვასხვაოთ ან თუნდაც არ გავაერთიანოთ ისრაელის მთავრობა ისრაელელ ხალხთან

მნიშვნელოვანია, განვასხვაოთ ან თუნდაც არ გავაერთიანოთ ისრაელის მთავრობა ისრაელელ ხალხთან, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, აშშ არ შეწყვეტს ისრაელის მხარდაჭერას ღაზის ომის გამო, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ ბაიდენის ადმინისტრაციის მზარდი იმედგაცრუების ფონზე.

CBS-თან ინტერვიუში საუბრისას კამალა ჰარისს ჰკითხეს, შეიძლება თუ არა აშშ-მა შეწყვიტოს დახმარება ისრაელისთვის პალესტინელების მსხვერპლის მზარდი რაოდენობისა და ღაზაში არასაკმარისი ჰუმანიტარული დახმარების გამო.

„ამ თემაზე, ვფიქრობ, ნამდვილად მნიშვნელოვანია, განვასხვაოთ და არსებობს უამრავი გრძნობა, რაც სამართლიანად არის დაფუძნებული იმ საშინელებაზე, რაც მოხდა. 7 ოქტომბერს 1 200 ადამიანი დახოცეს, ბევრი ახალგაზრდა, რომელიც მხოლოდ კონცერტს ესწრებოდა, ქალებს საშინლად, საშინლად შეურაცხყოფდნენ და გააუპატიურეს. გაუპატიურება იყო ომის იარაღი. შემდეგ უყურებთ რა ხდება ღაზაში ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშირებით, საიდანაც ჩანს საშინელი სურათები. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, განვასხვაოთ ან თუნდაც არ გავაერთიანოთ ისრაელის მთავრობა ისრაელელ ხალხთან. ისრაელ ხალხს აქვს უსაფრთხოების უფლება, ისევე, როგორც პალესტინელებს თანაბრად“, – განაცხადა კამალა ჰარისმა.