კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლები პროპალესტინელი დემონსტრანტების მხარდასაჭერად გაიფიცნენ
კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლები პალესტინის მხარდამჭერი დემონსტრანტების მხარდასაჭერად გაიფიცნენ.
მედიის ცნობით, „United Auto Workers Local 4811“ წარმოადგენს 48 000 კურსდამთავრებულ სტუდენტს, რომლებიც მუშაობენ ასისტენტებად, დამრიგებლებად, მკვლევრებად და სხვა აკადემიურ თანამშრომლებად ათამდე კამპუსში.
როგორც მედია წერს, მინიმუმ 1 500 ადამიანი გაიფიცა და არ აპირებს სამსახურში დაბრუნებას, ვიდრე პროფკავშირი უნივერსიტეტთან შეთანხმებას არ მიაღწევს.
„პოლიციას მისცეს მომიტინგეების დაკავების უფლება“, – განაცხადა პროფკავშირის ლიდერმა, რებეკა გროსმა.
პროფკავშირი ითხოვს ყველა აკადემიური თანამშრომლისა და სტუდენტის ამნისტიას, ვისაც საპროტესტო აქციის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობა ან დაპატიმრება ემუქრება.
უნივერსიტეტის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ გაფიცვა არის უკანონო და არღვევს პროფკავშირთან ხელშეკრულებას, რომელიც კრძალავს მუშაობის შეჩერებას.