კალიფორნიის შტატში, ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ტერიტორიის შესასვლელთან შეიარაღებული პირი დააკავეს
კალიფორნიის შტატში, ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ტერიტორიის შესასვლელთან შეიარაღებული პირი დააკავეს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ტერიტორიის შესასვლელთან შეიარაღებული პირი დააკავეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

შემთხვევა კალიფორნიის შტატის ქალაქ კოაჩელაში მოხდა.

როგორც მედია პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, მამაკაცს იარაღი და ყალბი საშვი ჰქონდა.