კალიფორნიის ქალაქ პალმ სპრინგსში, რეპროდუქციულ ცენტრთან აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა
კალიფორნიაში, ქალაქ პალმ სპრინგსში მდებარე რეპროდუქციულ ცენტრთან ახლოს მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
აფეთქება ადგილობრივი დროით დილის 11:00 საათზე, ქალაქ პალმ სპრინგსის ცენტრიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში, „რეპროდუქციული ცენტრის“ მახლობლად მოხდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა რეპროდუქციული ცენტრის შენობა.
რეპროდუქციული ცენტრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი დაწესებულებიდან არავინ დაშავებულა, თუმცა კლინიკასთან ახლოს ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.
პალმ სპრინგსის ოფიციალური პირების თქმით, მიმდინარეობს გამოძიება.