კალიფორნიის გუბერნატორი - ამერიკელები უნდა შეშფოთდნენ, რომ პრეზიდენტმა, რომელიც ჩვენს ქუჩებში საზღვაო ქვეითებს აგზავნის, არც კი იცის, ვის ესაუბრება
კალიფორნიის გუბერნატორი - ამერიკელები უნდა შეშფოთდნენ, რომ პრეზიდენტმა, რომელიც ჩვენს ქუჩებში საზღვაო ქვეითებს აგზავნის, არც კი იცის, ვის ესაუბრება

ამერიკელები უნდა შეშფოთდნენ, რომ პრეზიდენტმა, რომელიც ჩვენს ქუჩებში საზღვაო ქვეითებს აგზავნის, არც კი იცის, ვის ესაუბრება, – ამის შესახებ კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა განაცხადა.

ნიუსომის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი არ ჰქონია, როგორც ამის შესახებ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში განაცხადა.

„სატელეფონო საუბარი არ ყოფილა. ხმოვანი შეტყობინებაც კი არ ყოფილა. ამერიკელები უნდა შეშფოთდნენ, რომ პრეზიდენტმა, რომელიც ჩვენს ქუჩებში საზღვაო ქვეითებს აგზავნის, არც კი იცის, ვის ესაუბრება“, – განაცხადა ნიუსომმა.

კალიფორნიაში არეულობა 6 ივნისს დაიწყო. საიმიგრაციო სამსახურების რეიდების წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტები შტატის რამდენიმე ქალაქში სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ. არეულობის ფონზე აშშ-ის პრეზიდენტმა ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის 4 ათასი წევრის და 700-მდე საზღვაო ქვეითის განთავსების განკარგულება გასცა.