კალიფორნიის გუბერნატორი აცხადებს, რომ მსოფლიო ლიდერები პათეტიკურები არიან, რადგან ტრამპს სათანადოდ არ უპირისპირდებიან - „ტრამპი ტირანოზავრი რექსია, ან შეუწყვილდები მას, ან შეგჭამს“
კალიფორნიის გუბერნატორი აცხადებს, რომ მსოფლიო ლიდერები პათეტიკურები არიან, რადგან ტრამპს სათანადოდ არ უპირისპირდებიან - „ტრამპი ტირანოზავრი რექსია, ან შეუწყვილდები მას, ან შეგჭამს“

კალიფორნიის დემოკრატმა გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა განაცხადა, რომ მსოფლიო ლიდერები „პათეტიკურები“ არიან იმის გამო, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სათანადოდ არ უპირისპირდებიან.

„ვერ ვიტან ამ თანამონაწილეობას, როცა ადამიანები უბრალოდ მუხლებზე ეცემიან. ალბათ მუხლის დამცავები უნდა წამომეღო ყველა მსოფლიო ლიდერისთვის. ვგულისხმობ გვირგვინების დარიგებას, ნობელის პრემიების ჩუქებას. ეს უბრალოდ პათეტიკურია. იმედი მაქვს, ეს ხალხი მიხვდება, რამდენად პათეტიკურად გამოიყურებიან მსოფლიო სცენაზე“, – განაცხადა ნიუსომმა დავოსში ჟურნალისტებთან საუბრისას.

ნიუსომის განცხადებით, „ტრამპი ტირანოზავრი რექსია“.

„ან შეუწყვილდები მას, ან შეგჭამს – სხვა გზა არ არსებობს. საჭიროა, ამის წინააღმდეგ დადგე“, – აღნიშნა გევინ ნიუსომმა.

მან ევროპელებს მოუწოდა, „მტკიცედ იდგნენ და ერთიანობა შეინარჩუნონ“.

ამასთან, ნიუსომმა, რომელიც აშშ-ში ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიტიკოსია, დაადასტურა, რომ გასულ შემოდგომაზე დაიწყო ფიქრი 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე.