კალიფორნიაში სროლის დროს პოლიციელი მოკლეს
კალიფორნიაში სროლის დროს პოლიციელი მოკლეს

კალიფორნიაში სროლის დროს პოლიციელი მოკლეს. კიდევ ორი დაიჭრა. ინციდენტი ლოს ანჯელესიდან 55 კილომეტრის მოშორებით მდებარე რივერსაიდში მოხდა.

როგორც გამომძიებლები იუწყებიან საპატრულო პოლიციელმა ავტომობილი შესამოწმებლად გააჩერა, რის შემდეგაც მძღოლმა ცეცხლი გახსნა.

ორმხრივი სროლა სამართალდამცავებსა და ბოროტმოქმედებს შორის რამდენიმე წუთი გრძელდებოდა. შედეგად ერთი პოლიციელი გარდაიცვალა და ორი დაიჭრა. სროლის შედეგად თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოხდა. პოლიცია დანაშაულის მოტივს იკვლევს.