კალიფორნიაში შტორმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კალიფორნიაში შტორმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

კალიფორნიაში შტორმის შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა. სტიქიას თან ახლავს გადაუღებელი წვიმა და წყალდიდობა.

სტიქიური უბედურების ზონიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. შტორმი კიდევ მილიონობით ადამიანს უქმნის საფრთხეს.

ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა. შედეგად, 230 ათასი აბონენტი დენის გარეშე დარჩა.

სინოპტიკოსები კალიფორნიის შტატის დიდ ნაწილში უხვ ნალექს კვლავაც პროგნოზირებენ, რამაც შესაძლოა, მეწყერი გამოიწვიოს. მოსალოდენელი წყალდიდობის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს ლოს ანჯელესის შემოგარენში.

ჯო ბაიდენმა კალიფორნიის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.