კალიფორნიაში ორმხრივი სროლისას პოლიციელი დაიღუპა

23:09, 10.03.2018

კალიფორნიის ქალაქ პომონაში ორმხრივ სროლაში პოლიციის ოფიცერი დაიღუპა, მეორე დაიჭრა. ცეცხლი სახლიდან უცნობმა მამაკაცმა გახსნა.

პომონას პოლიციის უფროსმა მიშელ ოლივერმა ოფიცრის გარდაცვალება დაადასტურა. შეიარაღებული მამაკაცის ვინაობა პოლიციისთვის უცნობია.

CNN-ის ინფორამციით, თავდამსხმელთან პოლიცია ამ წუთებში მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მსგავსი