კალიფორნიაში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნისას ხუთი ადამიანი დაიღუპა

01:26, 06.08.2018

კალიფორნიაში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.

ავიაკატასტროფა ქალაქ სანტა ანაში მოხდა. თვითმფრინავი ერთ-ერთი სუპერმარკეტის ავტოსადგომზე ჩამოვარდა.

ჯერ უცნობია, დაშავდნენ თუ არა მოქალაქეები. ადგილზე მობილიზებული არიან პოლიცია და მეხანძრეები. ავიაკატასტროფის მიზეზები დგინდება.

მსგავსი