კალიფორნია აშშ-ის მერვე შტატი გახდა, სადაც არჩევნებზე ფოსტით ხმის მიცემის შესაძლებლობა დაკანონდა
კალიფორნია აშშ-ის მერვე შტატი გახდა, სადაც არჩევნებზე ფოსტით ხმის მიცემის შესაძლებლობა დაკანონდა

კალიფორნია აშშ-ის მერვე შტატი გახდა, სადაც ფოსტით ხმის მიცემა მუდმივმოქმედი პრაქტიკა გახდა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

აღნიშნული ზომა წარმოადგენს შტატის საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისკენ მიმართული კანონპროექტების პაკეტის ნაწილს. შესაბამის კანონს გუბერნატორმა გევინ ნიუსამმა ხელი უკვე მოაწერა.

ახალი წესი ითვალისწინებს ყველა აქტიური ამომრჩევლისთვის ბიულეტენის ფოსტით გაგზავნას. ამასთან, სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია, საკუთარი არჩევანი საარჩევნო უბანზე დააფიქსიროს.

ფოსტით ხმის მიცემის პრაქტიკა აშშ-ში აქტიურად გამოიყენეს 2020 წლის არჩევნებზე „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო. აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელების უმეტესობა ფოსტით ხმის მიცემის წინააღმდეგია. სწორედ ფოსტით ხმის მიცემას ასახელებდა ყოფილი პრეზიდენტი დონალ ტრაპი არჩევნების შედეგების გაყალბების გზად გასული წლის არჩევნებზე.

დემოკრატები და რესპუბლიკელების ნაწილი ფოსტით გაყალბების შესაძლებლობის შესახებ განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ფოსტით ხმის მიცემა მხოლოდ გაზრდის ამომრჩეველთა აქტივობას.

„როიტერი“ – კალიფორნიაში არჩევნებზე ფოსტით ხმის მიცემა მუდმივმოქმედი პრაქტიკა გახდა

 

დატოვე კომენტარი