კალიების მომრავლების გამო, გარდაბნის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
კალიების მომრავლების გამო, გარდაბნის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

გარდაბნის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. იტალიურმა კალიამ კრწანისისა და მთისძირის მოსახლეობის დიდი ნაწილი მოსავლის გარეშე დატოვა.

კარტოფილი, სიმინდი, მწვანილი და სხვა ბოსტნეული ამ სოფლებში მწერმა მთლიანად გაანადგურა. ადგილობრივები ამბობენ, რომ უკვე მრავალი წელია აქ ცხოვრობენ, თუმცა კალიების მსგავსი რაოდენობა არ ახსოვთ. სოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

ერთადერთი რასაც მწერი არ ეკარება, ეს ხეხილი და ვაზია. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ პრობლების გადაჭრას სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ცდილობენ. მისი აღმოფხვრის შემდეგ კი ადგილობრივებს დახმარებას ჰპირდებიან.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული მწერის საწინააღმდეგო საკარანტინო ღონისძიებებს სააგენტო უკვე რამდენიმე წლია ახორციელებს. გამომდინარე იქედან, რომ წამალი რითაც კალიების წინააღმდეგ ბრძოლა მიდის, ადამიანისთვის სახიფათოა, ძირითადად დაუსახლებელი ტერიტორიების შეწამვლა ხდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები საკარანტინო ღონისძიებებს დაახლოებთ კიდევ ორი კვირის მანძილზე გააგრძელებენ.