„კალიარის“ მთავარი მწვრთნელი ვალტერ ძენგა გახდა
„კალიარის“ მთავარი მწვრთნელი ვალტერ ძენგა გახდა

იტალიის ნაკრების ყოფილი მეკარე ვალტერ ძენგა „კალიარის“ ახალი მთავარი მწვრთნელია. სარდინიულმა კლუბმა 59 წლის სპეციალისტთან 2021 წლის ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი.

ადრე ძენგა ავარჯიშებდა „კატანიას“, „პალერმოს“, „სამპდორიას“, „კროტონესა“ და „ვენეციას“, ასევე არაბეთის გაერთიანებული საემიროების რამდენიმე კლუბს. 2016 წელს, იტალიელი „ვულვერჰემპტონშიც“ მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს „კალიარიმ“ პოსტიდან დაითხოვა როლანდო მარანი, რომლის ხელმძღვანელობითაც კლუბს 12-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა. ამ მომენტისთვის, „კალიარი“ მე-11 ადგილზეა სერია A-ს ცხრილში