კალგარის ახალი არენის აშენება 600 მილიონი დოლარი დაუჯდება
კალგარის ახალი არენის აშენება 600 მილიონი დოლარი დაუჯდება

ნაციონალური ჰოკეის ლიგის კლუბმა კალგარიმ ახალი არენის მშენებლობასთან დაკავშირებით ქალაქის ხელმძღვანელობათან წინასწარ შეთანხმებას მიაღწია, იტყობინება „კალგარი ჰერალდი“ (Calgary Herald).

ახალი არენის აშენება დაახლოვებით 550-დან 600 მილიონ დოლარამდე დაჯდება, ხოლო მისი ტევადობა 18 000 იქნება.

პროექტი ასევე სავაჭრო სივრცეებს და პარკინგს ითვალისწინებს.

თუ საქალაქო საბჭო შეთანხმებას მოიწონებს და თანხმობას მისცემს, მაშინ მშენებლობა 2020 წელს დაიწყება. ახლანდელი კალგარის არენა 1983 წელს არის გახსნილი.