კალენდარი დადგინდა - რუსეთში ჩემპიონატს ერთ თვეში დაასრულებენ
კალენდარი დადგინდა - რუსეთში ჩემპიონატს ერთ თვეში დაასრულებენ

რუსეთის პრემიერლიგაში, სადაც 9 ქართველი ფეხბურთელი გამოდის, სეზონი 19 ივნისს განახლდება – ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

რუსეთში სეზონი მატრში, 22-ე ტურის შემდეგ შეწყდა. დარჩენილია რვა ტური, რომლის გრაფიკიც უკვე ცნობილია: ჩემპიონატი 19 ივნისს 23-ე ტურის მატჩები განახლდება, თამაშები კი სამ დღეზე გადანაწილდა. სეზონი კი 22 ივლისს 30-ე ტურის მატჩებით დასრულდება.

პოსტპანდემიური პერიოდისთვის შედგენილი სათამაშო გრაფიკი ძალიან მჭიდროდაა შედგენილი – ერთ თვეში გუნდები 8 შეხვედრას გამართავენ, პლუს, რუსეთის თასზე ნახევარფინალისტები მინიმუმ ორ მატჩს დააამტებენ. ანუ ფაქტობრივად, გუნდების უმრავლესობა თამაშებს ყოველ ოთხ დღეში გამართავენ.

რუსეთის პრემიერლიგაში ამჟამად 9 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს: „ტამბოვში“ – გიორგი შელია (კაპიტანია), გურამ თეთრაშვილი და გიორგი მელქაძე, ყაზანის „რუბინში“ – ზუკა დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია, „სპარტაკში“ – გიორგი ჯიქია (კაპიტანია), ჯიმი ტაბიძე – „უფაში”, ტულის ”არსენალში” – გია გრიგალავა (ვიცე-კაპიტანი), ხოლო მოსკოვის „ლოკომოტივში“ – საბა კვირკველია. მათგან ოთხი საქართველოს ნაკრების წევრია.