კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია ხვალიდან ყველა ტურნირს გაურკვეველი ვადით აჩერებს
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია ხვალიდან ყველა ტურნირს გაურკვეველი ვადით აჩერებს

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ კორონავირუსის პანდეემის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა ტურნირი გაურკვეველი ვადით შეაჩეროს.

„კორონავურუსის აფეთქებასთან დაკავშირებით, აგრეთვე მოთამაშეების, მწვრთნელებისა და გულშემატკივრების უსაფრთხოების მიზნით, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 13 მარტიდან ყველა ტურნირი შეაჩეროს.

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია ყოველდღიურად დააკვირდება მოვლენების განვითარებას და ტურნირების განახლების გადაწყვეტილებას მიიღებს მაშინ, როცა სიტუაცია საშუალებას მოგვცემს.“ – ვკითხულობთ კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის საგანგებო განცხადებაში.