კალათბურთი | ზაზა ფაჩულიას აკადემია 16-წლამდელთა ჩემპიონია #1TVSPORT
კალათბურთი | ზაზა ფაჩულიას აკადემია 16-წლამდელთა ჩემპიონია #1TVSPORT

საქართველოს 16 წლამდელთა ჩემპიონატს დაუმარცხებელი ჩემპიონი ჰყავს. „ზაზა ფაჩულიას აკადემიამ“ ფინალური სერიის მეორე მატჩში 83:72 სძლია „ვინგსს“, სერია 2:0 მოიგო და საჩემპიონო თასს დამსახურებულად დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ „ზაზამ“ ეს ტიტული ისტორიული შედეგით გაიფორმა – გუნდს მთელი სეზონის მანძილზე მატჩი არ წაუგია. ეს შედეგი არის 14-წლამდლეთა ჩემპიონატის ანალოგი, სადაც ზაზას აკადემია ასევე დაუმარცხებლად გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

ცოტნე დგებუაძემ ეფექტური ორმაგი დუბლი შეასრულა – 14 ქულა და 17 შედეგიანი გადაცემა. ანდრია რატიანს 20 ქულა და 6 პასი ჰქონდა. ზუკა ებრალიძემ 19:19 წუთში 16 ქულა ჩააგდო – 3-დან 3 სამქულიანი.

ვინგსში“ ყველაზე შედეგიანი ანდრია შარიქაძე იყო – 22 ქულა.

სეზონისა და ფინალის საუკეთესო მოთამაშის (MVP) პრიზი დამსახურებულად გადაეცა „ზაზას აკადემიის“ გამთამაშებელს, ცოტნე დგებუაძეს. 16-წლამდელთა ჩემპიონატის საჩემპიონო თასი კაპიტანმა, ანდრია რატიანმა აღმართა.