კალათბურთი | თორნიკე შენგელიას ორმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა #1TVSPORT
კალათბურთი | თორნიკე შენგელიას ორმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა #1TVSPORT

ევროლიგის მიმდინარე სეზონში 25-ე მატჩი გამართა თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“. კატალონიელები პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ ესტუმრნენ და 75:87 დამარცხდნენ.

თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, 27 წუთი ითამაშა და ძალიან ცოტა დააკლდა ორმაგ დუბლამდე: 12 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა.

„ოლიმპიაკოსის“ გამარჯვება მნიშვნელოვნად განაპირობა ბულგარელი საშა ვეჟენკოვის კარგმა თამაშმა. მის ანგარიშზე 20 ქულაა.