კალათბურთი | თორნიკე შენგელიას გუნდმა ბურგოსში ბოლო წამებზე მოიგო #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას ბარსელონამ ესპანეთის ჩემპიონატში ბურგოსთან მინიმალური სხვაობით მოიგო 80:79.
შეხვედრა ბურგოსელთა მოედანზე გაიმართა და საფინალო სირენამდე 16 წამით ადრე იგებდნენ კიდეც, თუმცა გადამწყვეტი ნიკოლა ლაპროვიტოლას ფარქვეშ შეჭრა გამოდგა – მისი ორქულიანის შემდეგ ბარსა 80:79 დაწინაურდა და გაიმარჯვა კიდეც.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, მხოლოდ 7 წუთი ითამაშა, 4 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა.
ბომბარდირი კი ლაპროვიტოლა გახდა – 23 ქულა.