კალათბურთი | თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ ევროლიგაზე მეთხუთმეტე მატჩი მოიგო #1TVSPORT
კალათბურთი | თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ ევროლიგაზე მეთხუთმეტე მატჩი მოიგო #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას ესპანურმა კლუბმა, „ბარსელონამ“ ევროლიგაზე 23-ე მატჩი გამართა და მეთხუთმეტე გამარჯვება მოიპოვა. კატალონიელებმა „დუბაის“ უმასპინძლეს და 91:89 დაამარცხეს.

შეხვედრის უმეტეს მონაკვეთში „ბარსა“ ლიდერობდა, თუმცა საამიროების გუნდის კალათბურთელებმა ბოლო წამებზე სიტუაციის გამოსწორება შეძლეს და დასკვნით მონაკვეთში თანაბარი თამაში გაჩაღდა. საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე შენგელიამ ორქულიანით მასპინძლები 87:85 დააწინაურა, თუმცა მატჩის დასრულებას 21 წამი აკლდა, როცა რაით მაკკინლიმ ანგარიში გაათანაბრა – 89:89.

გამარჯვების ორქულიანი სირენამდე 2 წამით ადრე დარიო ბრისუელამ ჩააგდო. მატჩის ბომბარდირიც ის გახდა – 27 ქულა.

შენგელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 24 წუთში 11 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მის ანგარიშზე 4-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმოა.

„ბარსელონა“ უახლოეს მატჩს, ისევ ევროლიგაზე, 23 იანვარს გამართავს. მისი მეტოქე „ლიონი“ იქნება.