კალათბურთი | თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატში მეთოთხმეტე გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“. კატალონიელებმა „მანრესას“ უმასპინძლეს და 97:60 მოიგეს.
რადგან „ბარსამ“ უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა, მწვრთნელმა ხავი პასკუალმა სათამაშო დრო თანაბრად გადაანაწილა. თორნიკე შენგელიამ 20 წუთში 6 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა.
მის თანაგუნდელ ვილ კლაიბერნს კი მატჩის ბომბარდირობისთვის 14 ქულაც ეყო.
„ბარსელონას“ 14 მოგება, 6 წაგება აქვს და ესპანეთის პირველობაზე მეოთხე ადგილზეა. უახლოეს მატჩს 20 თებერვალს ესპანეთის სამეფო თასზე გამართავს. მისი მეტოქე „მურსია“ იქნება.