კალათბურთი | თორნიკე შენგელიამ „პარტიზანთან“ 13 ქულა ჩააგდო #1TVSPORT
კალათბურთი | თორნიკე შენგელიამ „პარტიზანთან“ 13 ქულა ჩააგდო #1TVSPORT

ევროლიგაზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“. ესპანურმა გუნდმა სერბეთის „პარტიზანს“ უმასპინძლა და 88:70 დაამარცხა.

ქართველი ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო, 28 წუთში 13 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

„ბარსელონაში“ ყველაზე მეტი, 16 ქულა ვილი ერნანგომესმა ჩააგდო.

შენგელიას გუნდს 14 მოგება 7 წაგება აქვს და ევრილიგაზე მეოთხე ადგილზეა. ამავე შეჯიბრებაში მომდევნო მატჩს 16 იანვარს მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ გამართავს.