კალათბურთი | თორნიკე შენგელიამ „გრან კანარიასთან“ 14 ქულა ჩააგდო #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატში მეოცე მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციისთვის ბრძოლას განაგრძობს. 21-21 მოგება აქვთ „ვალენსიას“ და „მურსიას“, რეგულარული ეტაპის დასრულებამდე კი ხუთი ტურია დარჩენილი.
რაც შეეხება 29-ე ტურის მატჩს, „ბარსამ“ „გრან კანარიას“ უმასპინძლა და 91:69 დაამარცხა.
თორნიკემ 23 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. მის ანგარიშზე 9-დან 5 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმოა. მატჩის ბომბარდირი 23 ქულით ბარსელონელი კევინ პანტერი გახდა.