კალათბურთი | თორნიკე შენგელიამ „ბარსელონას“ მაისურით ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT

„ბარსელონამ“ ევროლიგაზე თორნიკე შენგელიას ყოფილ კლუბს, „ვირტუსს“ უმასპინძლა და 88:81 გაიმარჯვა.

ბოლო პერიოდის წინ „ბარსა“ 6 ქულით აგებდა, მაგრამ გუნდური თამაშის წყალობით, რომელშიც შენგელია ერთ-ერთ მთავარ ფიგურას წარმოადგენდა, ბოლო პერიოდი 27:14 მოიგო და საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწია. შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 24 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა (4 შეტევაში) და 1 დაფარება მიითვალა.

თოკომ 3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ. „ბარსელონას“ რიგებში ყველაზე შედეგიანი კევინ პანტერი იყო, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო, ვილ კლაიბერნმა 13 ქულა მიითვალა, იან ვესელიმ – 12, ნიკო ლაპროვიტოლამ კი – 10. ვირტუსს 17 ქულით მეტიუ მორგანმა ულიდერა.

კატალონიურ კლუბს 7 მოგება, 4 მარცხი მოუგროვდა და ევროლიგის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 20 ნოემბერს სტამბოლში „ანადოლუ ეფესთან“ ჩაატარებს.