კალათბურთი | „ტენერიფემ“ გიორგი შერმადინის ყოფილი კლუბი დაამარცხა #1TVSPORT

19:54, 08.11.2026

ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ მისსავე ყოფილ კლუბ „უნიკახას“ უმასპინძლა და 80:74 დაამარცხა.

ამ მატჩში კუნძულელებს სამი ლიდერი ჰყავრათ: მარსელინიო უერტასი, რომელმაც 19 ქულა ჩააგდო, ვან ბეკი 13 ქულით და შერმადინი – 12-ით.

გიორგის სრული სტატისტიკა: 21 წუთი, 12 ქულა (7-დან 4 ორქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო), 7 მოხსნა, 1 პასი.

„ტენერიფეს“ 7 ტურის შემდეგ 5 მოგება აქვს და მეორე-მეხუთე ადგილებს სამ გუნდთან ერთად ინაწილებს. მომდევნო მატჩს 14 ნოემბერს რატი ანდრონიკაშვილის „ანდორასთან“ გამართავს.

მსგავსი