კალათბურთი | საქართველოს თასი თსუ-მ ზედიზედ მეორედ მოიპოვა #1TVSPORT
კალათბურთი | საქართველოს თასი თსუ-მ ზედიზედ მეორედ მოიპოვა #1TVSPORT

საქართველოს თასის 32-ე გათამაშება თსუ-ს გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც გარდამავალი თასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

თსუ ფინალში გორის „ივერიონს“ შეხვდა და თანაბარ ბრძოლაში 92:81 გაიმარჯვა. სტუდენტური გუნდი პირველივე მეოთხედში 10 ქულით დაწინაურდა, თუმცა გორული გუნდი მოდუნების საშუალებას ბოლო წუთამდე არ აძლევდა.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელად თსუ-ელი კახა ჯინჭარაძე დასახელდა, რომელმაც 31 ქულა ჩააგდო, სამმაგ დუბლთან ძალიან ახლოს იყო გიორგი ცინცაძე – 17 ქულა, 11 მოხსნა, 9 პასი, ვილი ისიანმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 15 ქულა, 14 მოხსნა. 17 ქულა ჰქონდა ტაირი ბოიკინს.

ივერიონში“ ყველაზე მეტი, 20 ქულა ჩააგდო გეგი ბაქრაძემ.

გამარჯვებული გუნდი და გათამაშების საუკეთესო მოთამაშე კახა ჯინჭარაძე კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, ლაშა გამყრელიძემ და ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა დააჯილდოვეს.