კალათბურთი | საქართველოს ნაკრებმა ანგოლასთან ამხანაგური მატჩი გამართა #1TVSPORT
ლატვიაში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. მეტოქე აფრიკის მოქმედი ჩემპიონი ანგოლა იყო. მატჩი დახურული გახლდათ, შესაბამისად, ვიდეომასალა არ მოიპოვება.
საბოლოო ანგარიშია 77:62 აფრიკელთა სასარგებლოდ. ჩვენს ნაკრებში 15-15 ქულით ბომბარდირობა დუდა სანაძემ და გიორგი ტურძილაძემ გაიყვეს.
შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ გოგა ბითაძესა და ბექა ბურჯანაძეს. ისინი საქართველოს ნაკრებს მომდევნო ამხანაგურ მატჩში დაეხმარებიან, რომელიც 28 ივნისს, ლატვიასთან გაიმართება.
