კალათბურთი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები შვეიცარიასთან დამარცხდა #1TVSPORT

22:41, 11.07.2026

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მეორე მატჩი გამართა B დივიზიონში. ამჯერად, მისი მეტოქე შვეიცარია იყო, რომელმაც საინტერესო კალათბურთი გვიჩვენა და 83:70 გაიმარჯვა.

ჩვენი გუნდიდან ყველაზე მეტი ამირან აროშიძემ ჩააგდო – 18 ქულა, 14-14 ქულა ჰქონდათ ჭირაქაძესა და აბულაძეს. შვეიცარიის ნაკრების ბომბარდირი ოლივერ სასელა გახდა – 17 ქულა.

დღესვე უკრაინამ ესტონეთი (87:81) დაამარცხა და ორი მოგებით ჯგუფში პირველი ადგილი განიმტკიცა. თითო მოგება აქვთ ლუქსემბურგსა და შვეიცარიას, ესტონეთს – ერთი მარცხი, საქართველოს – 2.

 

მსგავსი