კალათბურთი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტის B დივიზიონის მეოთხედფინალში უკრაინასთან დამარცხდა #1TVSPORT
რუმინეთში ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩები გრძელდება. მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები უკრაინას შეხვდა და 76:85 დამარცხდა.
კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში მეტოქეს ჩამორჩებოდა, საფინალო სირენამდე რამდენიმე წამით ადრე სხვაობის 4-ქულამდე შემცირება მოახერხა, თუმცა ამაზე მეტი ვეღარ შეძლო.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანები, 17-17 ქულით გიორგი სულაბერიძე და ლუკა ალავიძე იყვნენ, 13 ქულა ჩააგდო ბაქარ ბერეკაშვილმა.
ჩვენი გუნდი ხვალ, 20 ივლისს მეხუთე ადგილისთვის შეხვედრაში სლოვაკეთს შეხვდება.