კალათბურთი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მეოთხედფინალში ნიდერლანდებთან დამარცხდა #1TVSPORT

19:22, 31.07.2026

საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა B დივიზიონში მეოთხედფინალური შეხვედრა ნიდერლანდებთან გამართა. თანაბრად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ „ნარინჯისფრებმა“ მესამე რაუნდი 22:3 მოიგეს, რის შემდეგაც ქართველებმა სიტუაციის გამოსწორება ვეღარ შეძლეს და 50:79 დამარცხდნენ.

ჩვენი გუნდი ბრძოლას მეხუთე ადგილისთვის განაგრძობს. უახლოესი მატჩი რუმინეთთან 1 აგვისტოს ელით. ნიდერლანდები კი ჩემპიონობისთვის ბრძოლას ნახევარფინალში განაგრძობს.

მეოთხედფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი, 16 ქულა მათე ხატიაშვილმა ჩააგდო (9 მოხსნა). 12 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა დავით ფაჩულიას, ხოლო მათე ყავლაშვილმა 11 ქულას მოუყარა თავი. მატჩის ბომბარდირი ნიდერლანდელი სკაი ბერგენი გახდა – 23 ქულა.

მსგავსი