კალათბურთი | საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩი სერბეთთან გამართა #1TVSPORT
საქართველო 16-წლამდელთა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატს მასპინძლობს. ჩვენი გუნდი მეტად რთულ ჯგუფში მოხვდა – მისი მეტოქეები არიან გერმანია, სერბეთი და ესპანეთი. ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილმა კადეტებმა პირველ ტურში ესპანეთთან ითამაშეს და 73:98 დამარცხდნენ. მეორე მატჩი სერბეთთან დღეს გამართეს და ამჯერადაც ფავორიტმა იმარჯვა – ბალკანელებმა 99:63 მოიგეს.
ჩვენი გუნდიდან 10-ქულიან ზღვარს ლუკა ფოჩხუა ასცდა, რომელმაც 11 ქულა ჩააგდო. 8-8 ქულა ჰქონდათ ნიკოლოზ მარკოიშვილსა და აკმალხან აუბაკიროვს.
მატჩის ბომბარდირობა გაიყვეს ნიკოლა კუსტურიცამ და მატია ლუკიჩმა. ორივემ 14-14 ქულა ჩააგდო.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები მომდევნო მატჩს 10 აგვისტოს გერმანიის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 18:30 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.