კალათბურთი | საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები მერვედფინალში ლატვიას დაუპირისპირდება #1TVSPORT
საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი გერმანიასთან მატჩით დაასრულა. ქართველებმა ვერც ამჯერად მოახერხეს გამარჯვება – 65:85.
ჯგუფში სამი წაგების მიუხედავად, ქართველები პლეი ოფში ითამაშებენ და 12 აგვისტოს მერვედფინალში ლატვიას შეხვდებიან. პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ
გერმანიასთან მატჩში 10-ქულიანი ზღვარი ორმა ქართველმა კალათბურთელმა გადალახა – ლუკა ფოჩხუამ (17 ქულა) და დავით ტრაპაიძემ (20). დათოს ანგარიშზე 8-დან 5 სამქულიანი და 6 შედეგიანი გადაცემაა. ფოჩხუამ კი 17 ქულას 9 მოხსნა მიამატა.
გერმანიის ნაკრებში პოლ-ჟულიუს პლატო გამოირჩა – 21 ქულა.