კალათბურთი | საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ფინეთთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტის A დივიზიონში მეცხრე ადგილისთვის შეხვედრაში ფინეთთან 75:78 დამარცხდა.
ნიკა ცინცაძის გაწვრთნილი გუნდი მთელი შეხვედრის განმავლობაში ცდილობდა, მეტოქეს გაქცეოდა, თუმცა მნიშვნელოვანი უპირატესობა ვერ მოიპოვა და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა. ფინელებმა წინ გასვლა დამატებითი დროის ბოლოს მოახერხეს და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო 24 ქულით მათე ხატიაშვილი იყო, ილია სულაძემ კი 15 ქულა ჩააგდო.
ქართველი კალათბურთელები ახლა მე-13 ადგილისთვის შეხვედრისთვის ემზადებიან, რომელსაც ხორვატიასთან გამართავენ, გამარჯვების შემთხვევაში კი პლეი აუტში ბულგარეთსა და პოლონეთს შორის მოგებულს დაუპირისპირდებიან. ამ ორ მატჩში წარმატებული გამოსვლით საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები A დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს.