კალათბურთი | საქართველოს 16 წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი ისრაელთან გამართა #1TVSPORT
საქართველოს 16 წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა. მისი მეტოქე ისრაელი იყო, რომელმაც საბოლოოდ 97:65 გაიმარჯვა.
პირველი მეოთხედის ბოლომდე თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, თუმცა ანგარიშზე 22:22 ისრაელმა 12-ქულიანი გაქცევა მოახერხა და 34:22 დაწინაურდა. ამის შემდეგ, დიდი მცდელობის მიუხედავად საქართველომ თამაშის შემოტრიალება ვერ მოახერხა.
ჩვენი გუნდიდან 10 ქულას ორი კალათბურთელი ასცდა – ანდრია ჭკადუა (11 ქულა) და ცოტნე დგებუაძე, რომელმაც 26 ქულას 8 პასი მიამატა.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები მეორე მატჩს 8 აგვისტოს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხედრა თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.