კალათბურთი | საქართველო-პორტუგალიის მატჩის ბილეთების გაყიდვა 9 ნოემბერს დაიწყება #1TVSPORT

18:23, 06.11.2026

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში პორტუგალიას 29 ნოემბერს უმასპინძლებს. შეხვედრა ქორქია-ჯორჯიკიას სახელობის არენაზე გაიმართება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე პორტუგალიასთან მოგებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რაშიც გულშემატკივარს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია. თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 9 ნოემბერს, 12:00-დან biletebi.ge-ზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიასთან მატჩამდე სამი დღით ადრე, 26 ნოემბერს „ჯვაროსნები“ საბერძნეთთან სტუმრად ითამაშებენ.

მსგავსი