საქართველოს ჩემპიონმა, „ქუთაისმა“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე სლოვაკურ „ლევიცესთან“ ითამაშა. მატჩი მეტოქის უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა – 111:87.
ეს იყო ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის მეოთხედფინალური მატჩი. „ლევიცეს“ ჯგუფში მოსახვედრად კიდევ ორი შეხვედრა აქვს მოსაგები – ნახევარფინალი და ფინალი.
„ქუთაისი“ კი ფიბა-ევროპის თასზე განაგრძობს ბრძოლას, სადაც ის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. J ჯგუფში იქნებიან გერმანული „ტელეკომ ბონი“, ბულგარული „ბალკანი“ და „ბილბაო“ (ესპანეთი)-„ნეპტუნასს“ (ლატვია) შორის გამარჯვებული.
მთლიანობაში, ფიბა-ევროპის თასზე 40 გუნდი იასპარეზებს, რომლებიც 10 ჯგუფში იქნებიან გადანაწილებულნი. მომდევნო ეტაპზე 16 საუკეთესო გავა – ჯგუფების გამარჯვებულები და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი.