კალათბურთი | მათე ხატიაშვილის 29 ქულა მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ #1TVSPORT
ესპანეთში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი 18-წლამდე კალათბურთელებს შორის, რომლის ფინალშიც მონაწილეობა საქართველოს ნაკრების 17 წლის წევრმა, მათე ხატიაშვილმა მიიღო.
ხატიაშვილის „ბასკონია“ გადამწყვეტ შეხვედრაში მადრიდის „რეალთან“ 82:92 დამარცხდა, თუმცა ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო ქართველი მოთამაშე გახლდათ. მათე ხატიაშვილმა შეხვედრა 29 ქულით, 10 შედეგიანი გადაცემითა და 5 მოხსნით დაასრულა.
ქართველმა თავი ჯგუფურ ეტაპზე „ბარსელონასთანაც“ გამოიჩინა – მის ანგარიშზე 18 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა იყო.
მათე ხატიაშვილის დებიუტი საქართველოს ეროვნულ გუნდში ნოემბერში ესპანეთის ნაკრებთან შეხვედრაში შედგა. ის ასევე არის „ბასკონიის“ ძირითადი გუნდის განაცხადში ევროპის მთავარ საკალათბურთო ტურნირზე, ევროლიგაზე.