კალათბურთი | მათე ხატიაშვილის 17 ქულა ახალგაზრდულ ევროლიგაზე #1TVSPORT
ქართველმა კალათბურთელმა, მათე ხატიაშვილმა ევროლიგის ახალგაზრდულ ტურნირზე ასპარეზობა შედეგიანი თამაშით დაიწყო.
NEXT GENERATION-ის სახელით ცნობილი გათამაშება იმ კლუბებისთვის იმართება, რომელთა აკადემიები კარგად არის განვითარებული და მოთამაშეების პროგრესს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. სწორედ ასეთ კლუბებს შორისაა „ბასკონია“, რის გამოც 17 წლის ქართველ კალათბურთელს ამ პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა.
„პანათინაიკოსთან“ 96:64 მოგებულ შეხვედრაში „ბასკონიის“ ქართველმა ლეგიონერმა მოედანზე გატარებულ 28 წუთსა და 21 წამში 17 ქულა დააგროვა, ასევე მის ანგარიშზე იყო 7 შედეგიანი გადაცემა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა. მან შვიდიდან ოთხი ორქულიანი და თოთხმეტიდან ცხრა საჯარიმო ჩააგდო.
ხატიაშვილის „ბასკონიას“ ჯგუფურ ეტაპზე კიდევ ორი შეხვედრა აქვს გასამართი, შემდეგი მატჩი ესპანურ გუნდს „ვირტუს ბოლონიასთან“ ელის.