თურქეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში მარკის რიდის „ტრაბზონსპორი“ „ტურკ ტელეკომს“ ეწვია და 72:81 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული უკანახაზელი ფიცარნაგზე კვლავ საუკეთესო იყო.
რიდმა მოედანზე 31 წუთი გაატარა და მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 24 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 5 ჩაჭრა. მარკისმა 14-დან 8 ორქულიანი გამოიყენა, პერიმეტრიდან 6-დან მხოლოდ 1 სამქულიანი მოათავსა კალათში, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან ხუთი ზუსტი სროლა შეასრულა.
„ტრაბზონსპორი“ თურქეთის სუპერლიგაში 18 მოგებითა და 11 მარცხით მეექვსე პოზიციას იკავებს. რეგულარული სეზონის დასკვნით მატჩს გუნდი 10 მაისს გამართავს, სადაც საკუთარ მოედანზე „მერსინს“ უმასპინძლებს.