კალათბურთი | მანუჩარ მარკოიშვილის ზედიზედ მესამე მოგება #1TVSPORT

17:02, 02.11.2026

მანუჩარ მარკოიშვილი თურქული „გალათასარაის“ მთავარ მწვრთნელად ოქტომბრის შუაში დაინიშნა. პირველ მატჩში, „ბეშიქთაშთან“ 80:83 დამარცხდა, მას მერე თამაში არ წაუგია – ზედიზედ სამჯერ მოიგო.

ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე ფრანგული სტრასბური დაამარცხა – 83:77, შემდეგ თურქეთის ჩემპიონატის მატჩები მოიგო: „ბანდირმასთან“ 102:68, „დენიზლისთან“ 87:74.

ქართველ მწვრთნელს მორიგი სერიოზული გამოცდა ჩემპიონთა ლიგაზე, სტუმრად პოლონეთში, „ლეგიასთან“ ელის. მატჩი 4 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი