კალათბურთი | კამარ ბოლდუინმა გუნდს 12 ქულა შესძინა - მიუნხენის „ბაიერნი“ გერმანიის თასის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
კალათბურთი | კამარ ბოლდუინმა გუნდს 12 ქულა შესძინა - მიუნხენის „ბაიერნი“ გერმანიის თასის მეოთხედფინალშია #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ნატურალიზებულმა მოთამაშემ, კამარ ბოლდუინმა მნიშვნელოვანი წვილილი შეიტანა მიუნხენის „ბაიერნის“ წარმატებაში და გუნდს გერმანიის თასის მეოთხედფინალში გასვლაში დაეხმარა – მიუნხენელებმა თასის მერვედფინალში „ბრაუნშვაიგს“ 99:64 სძლიეს.

ბოლდუინმა მწვრთნელისგან 19 წუთი მიიღო, ხოლო გუნდს 12 ქულა, 3 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.

გერმანიის თასის მეოთხედფინალში ბოლდუინის გუნდის მეტოქე „ტრირი“ იქნება.