კალათბურთი | კამარ ბოლდუინის მიუნხენის „ბაიერნმა“ ევროლიგაში პარიზი დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ლეგიონერის, კამარ ბოლდუინის გუნდი, მიუნხენის „ბაიერნი“ ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის, ევროლიგის ეგიდით „პარიზს“ ესტუმრა და 86:82 გაიმარჯვა.
ბოლდუინმა მოედანზე 15 წუთი გაატარა, ხოლო საკუთარ გუნდს 8 ქულა, 2 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა. უკანახაზელმა ერთი ორქულიანი და ორი სამქულიანი ჩააგდო. „ბაიერნის“ რიგებში ყველაზე მეტი, 16 ქულა ჰქონდა კანადელ ხავიერ რათან-მაიესს.
ევროლიგაში ჩატარებული 9 მატჩის შემდეგ მიუნხენის „ბაიერნის“ ანგარიშზე 5 მოგება და 4 მარცხია, ხოლო ამ შედეგით მე-9 ადგილზეა. ტურნირში მონაწილეობას 20 გუნდი იღებს, ხოლო პლეი ოფში ბრძოლას პირველ 10 ადგილზე გასულები გააგრძელებენ.