კალათბურთი | კამარ ბოლდუინის „ბაიერნმა“ ევროლიგაში „ვირტუს ბოლონია“ დაამარცხა #1TVSPORT
საკალათბურთო ევროლიგის მე-8 ტურის მატჩში მიუნხენის „ბაიერნმა“ საკუთარ მოედანზე ბოლონიის „ვირტუსი“ 86:70 დაამარცხა.
ბავარიელთა შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ლეგიონერმა, კამარ ბოლდუინმა მოედანზე 15 წუთი გაატარა, ხოლო ამ დროში 2 ქულა, 3 მოხსნა, 1 ასისტი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
„ბაიერნის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი ანდრეას ობსტი იყო 21 ქულით, ხოლო აიზია მაიკმა 17 ქულა მოიპოვა.
წამყვან გერმანულ გუნდს ევროლიგაში 8 მატჩის შემდეგ 4 გამარჯვება აქვს, ხოლო შემდეგ მატჩს 7 ნოემბერს „პარიზთან“ ჩაატარებს.